ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელ პელეს გადაასწრო.
პორტუგალიელმა შემტევმა 2021 წელი „უდინეზესთან“ დუბლით დაიწყო და ახლა მას კარიერაში 758 გოლი აქვს გატანილი. თავის მხრივ, პელეს ანგარიშზე 757 გოლია.
ცნობისთვის, რონალდუ უკვე მიჯრით 20 წელია ახერხებს მინიმუმ 1 გოლის გატანას, ხოლო ზედიზედ მე-15 სეზონია მინიმუმ 20 გოლს იტანს (საკლუბო ტურნირების გარდა, შედის სანაკრებო გოლებიც). სხვათა შორის, კრიშტიანუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და თავის კარიერაში საწყის 11 შეხვედრაში უფრო მეტი გოლი (20) ერთადერთხელ, 2014-2015 წლების სეზონში გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, ხოლო რონალდუმ დუბლის გარდა საგოლე პასის შესრულებაც მოახერხა.