ქუთაისის „ტორპედოს“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. ორივე გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ფანცულაიამ აჭარულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან გია გეგუჩაძის გუნდის განკარგულებაში იქნება.
გიორგი ფანცულაია გასულ სეზონში „ტორპედოს“ ლიდერი იყო. 26 წლის შემტევმა ეროვნულ ლიგაში 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და შემდეგ პლეი-აუტშიც შეძლო „გაგრას“ წინააღმდეგ თავის გამოჩენა.
ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „ცხინვალის“, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შემადგენლობაშიც უთამაშია.