მოსკოვის ცსკა VTB ლიგის მე-12 ტურში სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდი“ 20-ქულიანი სხვაობით, 83:63 დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერფორმაშია. მოსკოველებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და ცხადია, იოლად იმარჯვეს.
თორნიკე შენგელიას ბრწყინაველე თამაში ჰქონდა და ცალსახად საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 20:52 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა - 24 და MVP-ის ტიტული ერგო.
მოსკოვის ცსკა-ს VTB ლიგაში 9 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 18 იანვარს, სტუმრად „სარატოვთან“ ჩაატარებს.