„ბარსელონას“ თავდამხსხმელი ლიონელ მესი ალბათ ზაფხულში გუნდს შეიცვლის და რა თქმა უნდა, მისი დამატების სურვილი ყველას აქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა.
სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავი გავრცელდა. „სპარტაკმა“ ინსტაგრამში მესის მიწერა - „გამარჯობა, ლეო“.
ამ მესიჯზე არგენტინელის პასუხი კატეგორიული უარი იყო: „არა!“.
ცხადია, ეს ყველაფერი ხუმრობა გახლდათ, მაგრამ სოციალურ ქსელში მაინც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.