ფეხბურთი

22:02 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი სიტყვა "ნეგრიტოს" გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ედინსონ კავანი დასაჯა. საქმე ისაა, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სიტყვა - „ნეგრიტო“ (შავი) დაწერა.

კავანიმ „საუთჰემპტონთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ ამ სიტყვით თავის მეგობარს მიმართა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ეს რასიზმის გამოვლინებად შეაფასა.

შედეგად, კავანი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ამასთან, 110 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანის გარეშე პრემიერლიგაში „ასტონ ვილასთან“, ინგლისის ლიგის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ და ინგლისის ასოციაციის თასზე „უოტფორდთან“ ითამაშებს.

0.112037