ფეხბურთი

1:44 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი და სკაუტი: "კვარაცხელია ძლიერი და ნიჭიერია, დიდი ფანტაზია აქვს"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯანი დი მარციომ, რომელმაც 70-იან და 80-იან წლებში არაერთ იტალიურ კლუბში იმუშავა და ახლა საფეხბურთო სკაუტად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიურ მედიასთან დი მარციომ მსოფლიოს მასშტაბით 5 გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2001 წელს დაიბადნენ და ხვიჩა კვარაცხელიას მასში მეორე ადგილი მიაკუთვნა.

„2001 წელს დაბადებული ყველა ტალანტი ვნახე მსოფლიოს გარშემო. დავიწყებ პორტუგალიელი ტომას ტავარეშით, რომელიც „ალავესში“ თამაშობს, მარჯვენა მცველი, ძალიან კარგი, შესანიშნავი ფიზიკა აქვს, შეუძლია ორივე მხარეს ითამაშოს. ის „ბენფიკაში“ გაიზარდა პრესტიჟულ აკადემიაში. ძალიან ტექნიკური მოთამაშეა. შემდეგ მოდის ქართველი ხვიჩა კვარაცხელია. მარცხენა გარემარბი. ის ნიჭიერია და ფანტაზია აქვს, ძალიან ძლიერია. „ნაპოლის“ ფეხბურთელ პიოტრ ზიელინსკის ჰგავს. კარგად იყენებს სივრცეებს და კარგი დარტყმა აქვს, დაცვასაც თავგანწირვით ეხმარება. ფიფამ ევროპის 50 საუკეთესო ტალანტში შეიყვანა“, - თქვა დი მარციომ.

ხვიჩას და ტავარეშის გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა არგენტინელი პედრო დე ლა ვეგა („ლანუსი“), ბრაიან ხილი („ეიბარი“) და მარკოს პაულო („ფლუმინენსე“) გამოარჩია. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა და საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.111464