„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება და მცირე პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა. პორტუგალიელი მოტივირებულია და როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, ელემენტები უკვე დატენილია.
„მოკლე შესვენება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება საუკეთესო მიზეზების გამო. კარგო დრო და კარგი მოგონებები ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და დუბაის გულთბილ გულშემატკივრებთან ერთად. თუმცა, ახლა დროა საქმეს დავუბრუნდეთ! ელემენტები სრულად დატენილია, რომ დაბრუნდეს უფრო ძლიერი და მოტივირებული, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ამბიციური სეზონური მიზნების მისაღწევად „იუვენტუსში“, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 16 გოლი გაიტანა. რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი Globo Soccer-ის ვერსიით XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.