ფეხბურთი

20:26 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა ტრავმა მოიშუშა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა "კროტონესთან" (3 იანვარი) შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, 31 დეკემბერს სამხრეთამერიკელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

სანჩესმა ტრავმა 13 დეკემბერს "კალიარის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. მიმდინარე სეზონში ალექსისმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114735