კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელ ფილიპე კოუტინიოს ტრავმა სერიოზულია. როგორც As-ი იტყობინება, ბრაზილიელ შემტევს სავარაუდოდ, მენისკი აქვს გაწყვეტილი და დიდი ხნით უქმობა მოუწევს.
თუ ექიმების შიში დადასტურდება, კოუტინიოს ტრავმის გამო დაახლოებით ოთხი თვის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სეზონი მისთვის პრაქტიკულად დასრულებულია. თუმცა, თუ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება, მაშინ მოედანზე უფრო მალე დაბრუნდება.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ტრავმა მეორედ მიიღო. ამის გამო მან ყველა ტურნირზე მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.