კალათბურთი

10:25 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის "ინდიანა" სეზონში პირველად დამარცხდა

NBA-ს ახალ სეზონში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ პირველი მარცხი განიცადა. ინდიანაპოლისელებმა საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 111:116 წააგეს.

„პეისერსი“ ნამდვილად არ წააგებდა, ბოლო მეოთხედში ოდნავ მეტი კონცენტრაციით რომ ეთამაშა და იქამდე მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა ქარისთვის არ გაეტანებინა. „ბოსტონმა“ ბოლო პერიოდი 33:17 მოიგო და სწორედ ამის ხარჯზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.

გამარჯვებულთა რიგებში ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო „ინდიანაში“ ვიქტორ ოლადიპო იყო საუკეთესო - 24 ქულა და 6-6 მოხსნა/პასი. გოგა ბითაძე მოგეხსენებათ ტრავმირებულია და არ უთამაშია.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონი“ 2 მოგებითა და ამდენივე წაგებით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ინდიანას“ 3 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.32792