ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ სტუმრად „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 90:64 აჯობა. კანარიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება ძალიან იოლად მოიპოვეს.
შერმადინმა პარკეტზე 22:20 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი (44%) და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო (100%). მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა, რაც მის გუნდში მეორე შედეგი იყო.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 14 გამარჯვების საპირისპიროდ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 იანვარს, ლიდერ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.