მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მარსელოსა და ისკოს შესახებ ისაუბრა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვთ და მოედანზე იშვიათად ჩნდებიან.
„ვწუხვარ, რომ ისკო და მარსელო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, რადგან თამაში სურთ, როგორც ყველა ფეხბურთელს. იმის გათვალისწინებით, რაც ერთად გადავიტანეთ... მათ რთული მდგომარეობა აქვთ, ეს მწვრთნელისთვის ცუდია. მე გუნდი უნდა შევარჩიო ყველა მატჩისთვის.
იმედი მაქვს ყველა ფეხბურთელის და ისკო და მარსელოც „რეალის“ მოთამაშეები არიან. არ ვფიქრობ იმაზე, უნდათ თუ არ აწასვლა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ისინი ერთგულები არიან და ძალიან კარგად ვარჯიშობენ. მათ საქმისადმი სერიოზული პროფესიონალური დამოკიდებულება აქვთ და თამაშის შესაძლებლობას მიიღებენ“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ მარსელო და ისკო აღარ განიხილებიან „რეალის“ ძირითადი შემადგენლობის წევრებად და გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.