ფეხბურთი

11:48 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ პასტორეს ზამთარში გაყიდვას უპირებს

იტალიურ „რომას,“ არგენტინელ ნახევარმცველთან, ხავიერ პასტორესთან კონტრაქტის გაწყვეტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურს. მიზეზი - მისი ხშირი ტრავმიანობაა - წერს Corriere dello Sport. 31 წლის ფეხბურთელს უკვე შესთავაზეს ხელშეკრულების გაწყვეტა, მაგრამ მან უარი თქვა.

პასტორეს კონტრაქტს რომაულ კლუბთან ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი ხელფასი კი წელიწადში 4,5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პასტორეს „რომას“ შემადგენლობაში არცერხელ უთამაშია.

„რომამდე“ პასტორეს არგენტინულ „ტალიერესსა“ და „ურაკანში,“ იტალიურ „პალერმოსა“ და ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ უთამაშია, რომელშიც ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

0.118418