ფეხბურთი

21:47 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი წლის ადამიანად დაასახელეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ცნობილმა გამოცემა Kicker-მა 2020 წლის ადამიანად დაასახელა. 55 წლის სპეციალისტის ეს ტიტული „ბაიერნში“ საოცარი მუშაობის გამო მიენიჭა.

2020 წელს ფლიკმა „ბაიერნს“ 5 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის ბუნდესლიგა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ეს ჯილდო იურგენ კლოპმა მოიპოვა.

აქვე გეტყვით, ჰანს-დიტერ ფლიკი ფიფას და Globo Soccer-ის ვერსიით, 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.

0.11193