კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის დაჯილდოება ონლაინ ჩატარდა. შედეგად, 2020 წლის სეზონის საუკეთესოები და სიმბოლური ნაკრებები გამოვლინდნენ.
ეროვნული ლიგა 2
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქობულეთის „შუქურას“ თავდამსხმელი ჯეფერსონ ჯერალდო დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ამავე გუნდის თავკაცმა, გიორგი შაშიაშვილმა მიიღო. ბომბარდირის პრიზი „რუსთავის“ ფეხბურთელ თომა ტაბატაძეს ერგო, რომელმაც 13 გოლი გაიტანა.
ეროვნული ლიგა
ეროვნულ ლიგაში საუკეთესოები პოზიციების მიხედვით გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“)
საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე („დინამო ბათუმი“)
საუკეთესო ნახევარმცველი - ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“)
საუკეთესო თავდამსხმელი - მიკოლა კოვტალიუკი („დილა“)
საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი ("ლოკომოტივი")
საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")
მეკარეებში მამარდაშვილის გარდა ნომინირებულნი იყვნენ როინ კვასხვაძე („დინამო თბილისი“) და ლუკა გუგეშაშვილი („დილა“), მცველებში დავით კობოური („დინამო თბილისი“) და ნიკა სანდოხაძე („ლოკომოტივი“), ნახევარდაცვაში სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“) და ჯაბა ჯიღაური („დინამო ბათუმი“), ხოლო თავდამსხმელებში ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი“) და გიორგი ნიქაბაძე („დინამო ბათუმი“). მწვრთნელებს შორის კი ჭიაბრიშვილის გარდა ნომინირებულნი ჩისკო მუნიოსი და გიორგი ნემსაძე იყვნენ.
რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს, გამარჯვება ირაკლი სიხარულიძემ მოიპოვა, რომელმაც მიკოლა კოვტალიუკსა და ჯაბა ჯიღაურს აჯობა.
დასახელდა ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის სიმბოლური ნაკრებიც:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე („თელავი“), ნიკა სანდოხაძე („ლოკომოტივი“), მამუკა კობახიძე („დინამო ბათუმი“), დავით კობოური („დინამო თბილისი“)
ნახევარმცველები: ნოდარ ქავთარაძე („დინამო თბილისი“), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“), სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“), ჯაბა ჯიღაური („დინამო ბათუმი“)
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი („დილა“), ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი“)