ფეხბურთი

11:25 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა წვეულებაზე 500 ადამიანი დაპატიჟა და რეგულაციები დაარღვია

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა კორონავირუსის რეგულაციები დაარღვია და ბრაზილიაში წვეულება მოაწყო, რომელშიც 500 ადამიანი დაპატიჟა.

როგორც ბრაზილიური მედია იტყობინება, მან სასახლეში შეკრიბა 500 ადამიანი და საახალწლო წვეულება 31 დეკემბრამდე დაგეგმა. სამხრეთამერიკელმა მეგობრებს ტელეფონით ფოტოების და ვიდეოს გადაღებაც აუკრძალა, რომ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო.

თუმცა, მაინც გავრცელდა და წვეულებაც დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდა - რამდენიმე საათში. ნეიმარის საქციელმა კი ბრაზილიაში ძალზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან ყველა რეგულაცია დაარღვია.

ნეიმარის ქმედებით კლუბშიც გაბრაზებულები არიან. მან სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად მითითებული წესებიც არ დაიცვა. ბრაზილიელი შემტევი ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

თეგებინეიმარიპსჟ
0.113288