"რუბინის" ვებგვერდზე საახალწლო ვიდეო გამოქვეყნდა, რომლის მთავარი გმირი ლეონიდ სლუცკია. კლიპში ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს და სხვათა შორის, ერთადერთია, რომელსაც "რუბინის" მაისური აცვია. ერთ-ერთ მომეტში კი ის იმ გუნდის მაისურებს ირგებს, რომლებსაც უკავშირებდნენ - "დორტმუნდი", "გალათასარაი", "კრასნოდარი" და "იუვენტუსი" (ამ გუნდთან მისი სახელი აქამდე არ გაჟღერებულა)... ბოლოს ხვიჩა ერთგულებას მაინც "რუბინს" უმტკიცებს. ეს ცხადია, სიმბოლური ჟესტი იყო, ვიდეო კი მთლიანობაში საკმაოდ სახალისო გამოვიდა.