ლუხუმ ჩხვიმიანი მამაკაცთა შორის 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სადაც 5 ნომინაცია იყო წარმოდგენილი, ორში ქართველებმა იმარჯვეს.
ჩხვიმიანმა გამოკითხვის შედეგად ლუკაშ კრპალეკს, საგი მუკის, ჟორჟე ფონსეკას და შოჰეი ონოს დამარცხება მოახერხა, ხოლო გრიგალაშვილმა პატრისია სამპაიოს, შირინე ბუკის, ანდრე სტოადინოვის და მანუელ ლომბარდოს აჯობა.
ჩხვიმიანმა 2019 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გრიგალაშვილმა 2020 წელს ევროპის ჩემპიონობა, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი 23-წლამდელებს შორის და დიუსელდორფის გრან სლემის მოგება მოახერხა.