ფეხბურთი

18:19 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი: "რასიზმთან ბრძოლაში ჩემთვის მხარი არცერთ თეთრკანიანს არ დაუჭერია"

იტალიური „მონცას“ ფეხბურთელმა კევინ-პრინს ბოატენგმა რასიზმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მზარდაჭერა არცერთ თეთრკანიან ადამიანს არ გამოუთქვამს.

„როგორ დამითანხმა სილვიო ბერლუსკონიმ „მონცაში“ თამაშზე? დამირეკა და მითხრა: „ჩემო შვილო, დაბრუნდი სახლში“. ბევრი სიტყვა საჭირო არ იყო. იბრაჰიმოვიჩი? არ მიკვირს, რომ ასე თამაშობს. მისგან ვისწავლე გამარჯვების სურვილი, ვარჯიშებზეც კი. არასდროს არის კმაყოფილი, როდესაც მილანელოზე ერთ არაზუსტ პასს გააკეთებდა, საკუთარ თავს უყვიროდა - „ზლატაააან“!. წარმოიდგინეთ, როგორ უყვიროდა სხვებს...

მოძრაობა Black lives matter-ის დაბადებას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან ცოტაა. ჯერ ჩემთვის არცერთ თერთკანიან ადამიანს არ უთქვამს, რომ ამ ბრძოლაში მხარდაჭერა სურთ. ვითას თავს შიშის გამო იკავებს, სხვები კი თვლიან, რომ უფრო ხელსაყრელია თავიანთი აზრი არ დააფიქსირონ იმის შესახებ, რაც მათ არ ეხებათ. თუ თეთრკანიანები ხმას ამოღებენ, უფრო მეტად მოგვისმენენ“, - თქვა ბოატენგმა.

0.115032