ფეხბურთი

17:47 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სანტოსის" განცხადება: "მესის პელესთვის არ გადაუსწრია და რეკორდი არ მოუხსნია"

ბრაზილიური „სანტოსი“ არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ლიონელ მესიმ ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გადაასწრო და მისი რეკორდი დაამხო. ბრაზილიურმა გრანდმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პელემ „სანტოსში“ არა 643, არამედ 1091 გოლი გაიტანა.

„ზოგიერი სტატისტიკის თანახმად, არგენტინელი ლიონელ მესი ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მან „ბარსელონაში“ 644 გოლი გაიტანა ამხანაგური თამაშების გარდა. პრესის ნაწილი უარყოფს ამხანაგურ მატჩებს. პელემ „სანტოსში“ 1091 გოლი გაიტანა, 643 ოფიციალურ და 448 ამხანაგურ შეხვედრებში, რომელსაც არ თვლიან, თითქოს, ამ თამაშებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. 448 გოლი, რომლის გაუქმებას ცდილობენ, ძალიან ცნობილ გუნდებს გაუტანა - მექსიკურ „ამერიკას“, „კოლო-კოლოს“ 9-9, და „ინტერს“, რომელიც ევროპაში 60-იან წლებში პრინციპული მეტოქე იყო - 8. ძალიან დიდი სიაა“, - წერია „სანტოსის“ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკით ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა და აღსანიშნავია, რომ მას ეს რეკორდი პელემ უკვე მიულოცა. თუმცა, როგორც ჩანს, ბრაზილიურ კლუბში განსხვავებულად ფიქრობენ.

0.135601