ფეხბურთი

22:20 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „გვარდიოლა და ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელები არიან ჩემს კარიერაში“

„ბარსელონას“ კაპიტანმა და მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა თავისი მწვრთნელების შესახებ.

„პეპ გვარდიოლას განსაკუთრებული თვისებები აქვს. ის მოთამაშეს სულ სხვა თვალით აყურებინებს გარემოზე. განსხვავებულად ემზადება ყოველი მატჩისთვის. მისი გუნდები შესანიშნავად იცავენ თავს და უტევენ. გამიმართლა, რომ თავის დროზე ის მავარჯიშებდა. ისევე, როგორც ლუის ენრიკეს შემთხვევაში. ისინი საუკეთესო მწვრთნელები არიან ჩემს კარიერაში.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Sexta.

არგენტინელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ნახევარ წელიწადში ეწურება და დიდი ალბათობით, აღარ გაახანგრძლივებს. სავარაუდოდ, მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადავა, რომელსაც... სწორედ გვარდიოლა თავკაცობს.

0.152596