ფეხბურთი

16:49 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "სალაჰს "ლივერპულის" დასატოვებლად ერთადერთი მიზეზი აქვს"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოჰამედ სალაჰის მიერ გუნდის დატოვების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეგვიპტელს „ლივერპულის“ დასატოვებლად ერთადერთი მიზეზი აქვს - ამინდი.

„ლივერპულის“ დატოვების ერთადერთი მიზეზი ამინდია. რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? ეს არის მსოფლიოში საუკეთესო კლუბი. კარგად ვიხდით ხელფასებს, შეიძლება სხვებზე მეტსაც. ფანტასტიკური სტადიონი გვაქვს, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებით. ჩვენი ფერი წითელია, რაც ყველაზე ლამაზი ფერია.

ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ მოთამაშეები რომ დარჩენ. თუ ვინმეს წასვლის სურვილი აქვს, ხელს არ შევუშლით. უბრალოდ, არ მესმის რატომ უნდა წავიდეს. მომ არ გამორიცხა სხვა გუნდების ინტერესი, კიდევ რა უნდა ვთქვა? ნებისმიერი მოთამაშე ასე იტყოდა.

კაპიტნის სამკლავურის პრობლემა? თამაშამდე ვერ მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა კაპიტნობა. არ ვფიქრობდი, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ტრენტს (ალექსანდერ-არნოლდს). მას მივეცი, რადგან კლუბში ყველაზე დიდხანს იყო. ამაზე სალაჰთან უკვე ვისაუბრე“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ბოლო პერიოდში კი, მისდამი „რეალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

0.061221