კალათბურთი

1:27 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამის" პირველი გამარჯვება სეზონში

NBA-ში „მაიამი ჰიტი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 111:98 აჯობა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მასპინძლები უფრო დამაჯერებლები იყვნენ და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს.

„ნიუ ორლეანის“ რიგებში შესანიშნავად ითამაშა ზიონ უილიამსონმა, რომელმაც 32 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ბრენდონ ინგრემმა 28 ქულა ჩააგდო. მიუხედავად ამისა, „მაიამიმ“ უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთა რიგებში დანკან რობინსონი გამოირჩა 23 ქულით.

მომდევნო შეხვედრას „ჰიტი“ 30 დეკემბერს, „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს, „ნიუ ორლეანი“ კი 28 დეკემბერს, „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდება.

თეგებიNBA
0.122816