ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს გაბრიელ ჟესუსსა და კაილ უოლკერს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
ორივე ფეხბურთელს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდათ და ისინი რეგულაციის თანახმად მინიმუმ 10 დღეს თვითზოლაციაში გაატარებენ.
აქვე გეტყვით, რომ ინგლისში დღეს Boxing Day იწყება და ორი ფეხბურთელის გამოკლება შემჭიდროვებულ გრაფიკში პეპ გვარდიოლასთვის განსაკუთრებული პრობლემაა.