ფეხბურთი

15:32 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" გრინვუდთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეისონ გრინვუდთან კონტრაქტის განახლებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს, თუმცა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

19 წლის ინგლისელ ფეხბურთელს „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გრინვუდმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მეისონ გრინვუდი „მანჩესტერის“ აკადემიის აღზრდილია და განსაკუთრებით წარმატებული გასული სეზონი ჰქონდა, როდესაც 49 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

0.1153