ჩოგბურთი

3:43 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიაზე მსოფლიოს პირველი ჩოგნები ითამაშებენ

ავსტრალიის ღია პირველობის განაცხადში, ქალთა და მამაკაცთა რეიტინგების პირველი ათეულების უკლებლივ ყველა ჩოგბურთელი შეყვანილია. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან მსოფლიოს პირველი ჩოგნები - ავსტრალიელი ეშლი ბარტი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

პანდემიის გამო, ტურნირი 8 თებერვალს დაიწყება. ჩოგბურთელებს და მათს გუნდებს მკაცრი შეზღუდვების პირობებში მოუწევთ ცხოვრება. გაივლიან სრულ კარანტინს და ქალაქში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები უკვე თითქმის ორი თვეა, არ დაფიქსირებულა, გადაადგილებაც შეზღუდული ექნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი სლემის ტურნირზე როჯერ ფედერერის გამოსვლა სათუო იყო, ის განცხადში მაინც შეყვანილია. განაცხადში ასევე არიან რაფაელ ნადალი და დომინიკ თიმი. იგივე სიტუაციაა ქალთა ბადეშიც. ბარტის გარდა, იქ ასევე ითამაშებენ სიმონა ჰალეპი, ნაომი ოსაკა და სოფია კენინი.

ტურნირზე იქნება სერენა უილიამსიც, ვისი მიზანიც, დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვება. ამით ის ავსტრალიელი მარგარეტ კორტის რეკორდს გაიმეორებს. ცნობისათვის, 22 ტიტულით მესამე ადგილი გერმანელ შტეფი გრაფს უკავია.

0.129149