ფეხბურთი

19:36 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ბარსელონა ჩემთვის ყოველთვის სახლი იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისთვის „ბლაუგრანა“ მშობლიური გუნდია და მის მწვრთნელობაზე ოცნებობდა.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელობა ჩემი ოცნება იყო და ახლა ეს შესაძლებლობა მაქვს. ჩემმა ცოლმა და შვილებმა იცოდნენ, რომ ბედნიერი ვიყავი. მათ აქ ცხოვრება ურჩევნიათ, ვიდრე ნიდერლანდებში. ამიტომ, ეს არა მარტო სპორტული, არამედ საყოფაცხოვრებო საკითხიცაა. აქ თავს ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს, მაშინ მწვრთნელს არ გაათავისუფლებენ. თუ ცვლილებები ხდება, იმიტომ, რომ უკმაყოფილება არსებობს, რადგან გუნდი ვერ იმარჯვებს.

არ ვიცი გამბედაობა გამოვიჩინე თუ არა. ვფიქრობ, ნებისმიერი მწვრთნელი, ვინც აქ მოხვედრის შანსს მიიღებს, ამბობს: „მე მზად ვარ“! კლუბს და ხალხს კარგად ვცინობ, 6 წელი აქ ვიყავი, როგორც ფეხბურთელი და კიდევ წელიწადნახევარი ვან გაალის ასისტენტად.

ვიცი, რომ კლუბი რთულ პერიოდს განიცდის, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება „ბარსელონაში“, მაგრამ მე ვარ მწვრთნელი, ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ, დანარჩენს ვერაფერს გავაკონტროლებთ“, - თქვა კუმანმა.

0.076354