ლონდინის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. როგორც Daily Star-ი იუწყება, "მეთოფეებს" მადრიდის "რეალის" შემტევის ვინისიუს ჯუნიორის იჯარის წესით დამატება სურს.
"არსენალს" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში საქმე ცუდად მისდის და ჯერჯერობით 14 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა 14 ქულით. ინგლისის ჩემპიონატში ლონდონელებს 12 გოლი აქვთ გატანილი და მიკელ არტეტას საფეხბურთო სპეციალისტები ხშირად აკრიტიკებენ.
რაც შეეხება ვინისიუსს, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში მოედანზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 54 წუთით თამაშობს. 18 მატჩში სამხრეთამერიკელმა თავი 3-3 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.