ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. როგორც Goal-ი იუწყება, "ქალაქელები" ფეხბურთელის გადაბირებას შემდეგი წლის ზაფხულში შეეცდებიან.
ჯერჯერობით უცნობია არც სატრანსფერო თანხა და არც პირობები, რომლებსაც ინგლისელები ერლინგს შესთავაზებენ. ამჟამად ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.
ჰოლანი "დორტმუნდში" მიმდინარე წლის დასაწყისში "ზალცბურგიდან" გადავიდა. მას შემდეგ ნორვეგიელმა გერმანული გუნდის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.