ფეხბურთი

19:20 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად უესტონ მაკკენი დაასახელეს

ამერიკის შეერთებული შტატების და "იუვენტუსის" ნახევამრცველი უესტონ მაკკენი აშშ-ს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მაკკენმა გამოკითხულთა ხმების 44 პროცენტი მიიღო და მისი კონკურენტები კრისტიან პულიშიჩი და სერჟინიო დესტი იყვნენ.

მაკკენი "იუვენტუსში" "შალკედან" იჯარის წესით თამაშობს და 2020 წელს ორივე გუნდის რიგებში თამაშობდა. აღნიშნულ წელს უესტონმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიურ კლუბს გამოსყიდვის უფლება აქვს დატოვებული და შესაძლოა მაკკენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბიანკონერის" სრულფასოვანი წევრი გახდეს.

0.127975