„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნან სულშერმა პოლ პოგბას თაობაზე ისაუბრა. ნორვეგიელი სპეციალისტის განხადებით, ფრანგი ფეხბურთელის "წითელ ეშმაკებში" დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ჩაატარებს კლუბი სეზონს და მოიპოვებს თასებს.
„მანჩესტერს" ყოველთვის სურს ტიტულების მოპოვება. რაც უფრო მეტ თასს მოვიგებთ, მით უფრო მეტ ფეხბურთელს მოუნდება გუნდში თამაში. ჩვენ გვინდა ხარისხის გაუმჯობესება, გვინდა, რომ მოთამაშეები უკეთეს ფორმაში იყვნენ. პოგბამ ჩვენთან გარკვეული დრო გაატარა და მესმის, რომ მეტი თასის მოგება სურს, ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული. დრო გვიჩვენებს თუ ვინ იქნება მომავალში ჩვენთან და ვინ დაგვტოვებს“, განაცხადა სულშერმა ESPN-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გუნდის დატოვების სურვილის შესახებ არაერთხელ დაიწერა. უფრო მეტიც, მას ყოფილ გუნდში - ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს, თუმცა ჯერჯერობით ინგლისში რჩება. ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 16 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. „მანჩესტერი“ კი 13 ტურში მოპოვებული 26 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.