ფეხბურთი

15:56 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "როდესაც ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა "მანჩესტერში" მუშაობა შემომთავაზა"

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სერ ალექს ფერგიუსონზე და „მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, როდესაც ფერგიუსონმა „წითელი ეშმაკები“ დატოვა, ინგლისური კლუბისგან შეთავაზება ჰქონდა, თუმცა იმ დროს უკვე მადრიდის „რეალთან“ აწამოებდა მოლაპარაკებებს.

"გსურთ ამის შესახებ ჩემგან მოისმინოთ? შემიძლია ვთქვა, რომ სერ ალექსთან დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ჩვენ შევხვდით, როდესაც მან გადაწყვიტა სამწვრთნელო კარიერა დაესრულებინა. მაშინ უკვე ახლოს ვიყავი „რეალში“ დანიშვნასთან. მე ვაფასებ, რომ იმ დროს ფერგიუსონი დამიკავშირდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფანტასტიკური კლუბია, რომელიც ბევრჯერ შემხვედრია, როდესაც სერ ალექსი იქ იყო, მე კი მაშინ „ჩელსის“ მწვრთნელი ვიყავი. ნამდვილად პატივს ვცემ „მანჩესტერს“, რადგან ისტორიული კლუბია, „მილანისა“ და „რეალის“ მსგავსად“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ და „ევერტონი“ პრემიერლიგაში 26-26 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე იმყოფებიან, თუმცა სულშერის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.112784