იტალიის პროკურატურამ „იუვენტუსის“ მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ლეგენდარულ ფეხბურთელს ბრალს მკრეხელობაში სდებენ.
„პარმა“ – „იუვეს“ მატჩის მიმდინარეობისას, ჯიჯიმ სავარაუდოდ თანაგუნდელ მანუელ პორტანოვას ღმერთის მიმართ მკრეხელური ფრაზით მიმართა და ეს თუ დამტკიცდება, დისკვალიფიკაციით დაისჯება, რადგან იტალიაში მკრეხელობა დისკვალიფიკაციით ისჯება.
ბუფონის ხმა თამაშის მიმდინარეობისას ისმის, მაგრამ არ ჩანს გამოსახულება და ეს ფრაზა მატჩის დროს არც მსაჯებს გაუგონიათ, რის გამოც ის მატჩის მოხსენებაში არ ასახეს. თუმცა, ჩანაწერში გამოჩნდა, რომ ხმა ნათლად ისმის.
გამოძიება დღეს დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბუფონი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. იგივე მიზეზით, 1 კვირის წინ „რომას“ ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ უკვე მოიხადა ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია.