ფეხბურთი

18:59 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "მესისთან და რონალდუსთან ვახშმობა დავიმსახურე"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ფრანგულ გამოცემა France Football-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვახშმობა დაიმსახურა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მესი და რონალდუ ერთ სუფრასთან ისხდნენ, სათავეში, ეს მათ მიუწვდომელს ხდის. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ვერ წარმომიდგენია მათ გვერდით ჩემი თავი. თუმცა, თუ ჩემი გოლების რაოდენობას გადავხედავთ წელს და მანამდე, მაშინ ვფიქრობ, რომ რონალდუმ და მესიმ სუფრასთან საჭმელად უნდა მიმიწვიონ.

ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი ალესანდრო დელ პიეროთი, ტიერი ანრით და რობერტო ბაჯოთი. ვუყურებდი მათ თამაშებს, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. „დორტმუნდში“ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონთან მქონდა საუბარი, მას უნდოდა მანჩესტერში გადავსულიყავი. თუმცა, „დორტმუნდს“ არ სურდა ჩემი გაშვება. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან საქმე კარგად მიდიოდა“, - თქვა ლევანდოვსკიმ France Football-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ლევანდოვსკი რამდენიმე დღის წინ ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.124066