ფეხბურთი

15:58 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი "რეალში" დაბრუნდა

მადრიდის „რეალში“ იკერ კასილიასი დაბრუნდა და კლუბის სტრუქტურაში დასაქმდა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, იკერი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იქნება.

კასილიასი „რეალში“ 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან გუნდი 2015 წლის ზაფხულში დატოვა და „პორტუში“ გადავიდა. საფეხბურთო კარიერა კი 1 წლის წინ გულზე გადატანილი ოპერაციის გამო დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასის კარიერა „რეალში“ დაიწყო და გუნდის ისტორიაშ წარუშლელი კვალი დატოვა. მან მადრიდულ გრანდში 725 თამაში ჩაატარა.

0.115941