ფეხბურთი

15:23 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი „ლაიპციგს“ არ დატოვებს

„ლაიპციგის“ გენერალური დირექტორი, ოლივერ მინცლაფი, ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის თაობაზე ესაუბრა, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

„ზუსტად შემიძლია გითხრათ: მომავალ სეზონში იულიანი ისევ ჩვენი მწვრთნელი იქნება. ნაგელსმანმა შესანიშნავი გუნდი შექმნა და იქ თავს კარგად გრძნობს. ასე რომ, სანერვიულო არაფერია.“’ - ციტირებს მინცლაფის სიტყვებს გერმანული Bild.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუსიენ ფავრის „ბორუსიიდან“ გათავისუფლების შემდეგ, დორტმუნდელთა ხელმძღვანელები მის შესაძლო შემცვლელად ნაგელსმანს მოიაზრებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნაგელსმანს „ლაიპციგთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.11045