ფეხბურთი

13:51 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ზამთარში ორ ტრანსფერს გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ გაძლიერებას აპირებს. კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „ლიონის“ თავდამსხმელის, მემფის დეპაის და „მანჩესტერ სიტის“ მცველის, ერიკ გარსიას შეძენას ფიქრობს.

დეპაიმ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა. ფრანგულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ერიკ გარსია „ბარსელონას“ აღზრდილია. 2016 წელს ის „მანჩესტერ სიტის“ სისტემაში 1,7 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში „ქალაქელთა“ მაისურით სამ მატჩში ითამაშა.

0.120996