ფეხბურთი

11:23 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: :“წნეხის ქვეშ ვიყავით და ლამაზ თამაშს არ ველოდი“

პრემიერლიგის მე-14 ტურში „ვესტ ჰემთან“ მოგების შემდეგ (3:0), „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი შეგირდების ხასიათით მოიხიბლა.

„ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ვითამაშეთ. შესანიშნავი იყო ჩვენი დაცვა. მატჩის წინ წნეხის ქვეშ ვიყავით და ლამაზ თამაშს არ ველოდი. ეს შეხვედრა იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ეპიზოდებში ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვდიოდა.

ყველაზე უფრო კი ბიჭების ხასიათის გამოვლენით დავრჩი კმაყოფილი. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ასეთი განწყობით მიმდორზე გასვლა ადვილი არ არის.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.131099