კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატ ჟოან ლაპორტას B გეგმა აქვს, იმ შემთხვევაში თუ ლიონელ მესი მისი გამარჯვების შემთხვევაში კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის.
როგორც ლაპორტამ თქვა, კლუბი მესის გარეშეც კონკურენტუნარიანი იქნება და ისტორიის ახალ ეტაპს დაიწყებს.
„თუ მესი კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის, ჩვენ წინ სიარულს გავაგრძელებთ. ეს ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, კლუბს კონკურენტუნარიანს გავხდით და და ისტორიის ახალ ეტაპს დავიწყებთ. მინდა მკაფიოდ ვისაუბრო - ანსუ ფატი არ არის ახალი მესი, ამის თქმა, შეცდომაა. ანსუ ბუნებრვად ნიჭიერია, მაგრამ უნდა გაიზარდოს, დაეხმაროს გუნდს ლეოსთან, პედროსთან და სერხი რობერტოსთან ერთად“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. ლაპორტა კატალონურ გრანდს 2003-2010 წლებში უკვე ხელმძღვანელობდა.