ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ. ქართველი კალათბურთელის "ალ ხორი" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერ "ალ არაბის"დაუპირისპირდა და 6 ქულიანი სხვაობით 68:74 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში დუდამ შეუცვლელად, 40 წუთს ითამაშა და ხსენებულ დროში 27 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მცველმა 17-დან 10 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ქართველი უკანახაზელი შედეგიანობით საუკეთესო იყო.
"ალ ხორს" 5 შეხვედრიდან 1 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს "ალ სადთან" გამართავს.