სხვა

12:13 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიამ ევროპის ჩემპიონობა დაიბრუნა

ნორვეგიამ 22-20 დაამარცხა საფრანგეთი და ევროპის მეთოთხმეტე ჩემპიონატზე მერვე ტიტული მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებისთვის ხორვატიამ მოუგო დანიას 25-19.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

ფინლი, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

ნორვეგია - საფრანგეთი 22-20

ნორ: ს. სულბერგი 16/35, ლუნდე 0/1; კრისტიანსენი 4/8, მორკი 4/8, სკუგრანდი 4/6, ოფტედალი 3/8, ჰერემი 3/4, რაისტადი 2/6, ბრატსეტი 1/1, შ. სულბერგი1/2, აუნე 0/1, ფრაფიორდი, ლოკე, არნცენი, იაკობსენი, ბრაისტოლი - მწვ. ჰერგეირსონი (ისლ)

საფ: ლენო 7/23, დარლო 8/14; ფოპა 5/8, ზაადი 3/7, ნიაკატე 3/4, ფლიპი 3/6, ლაკრაბერი 2/3, კოატანეა 1/2, დემბელე 1/1, სერსიენი 1/6, ნზემინკო 1/4, კანორი 0/2, ნოკანდი 0/2, ედვიჟი, ვალენტინი, კუიატე - მწვ. კრუმჰოლცი

მსაჯები: ალფაიძე, ბერეზკინა (რუს)

ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა საფრანგეთმა პირველი ტაიმი სუფთად წააგო. მათ გუნდში მხოლოდ 19 წლის ხაზის მოთამაშე, პოლეტა ფოპა გამოირჩა 4 გოლით. ნორვეგიამ ჯერ 5-0, შემდეგ კი 4-0 გაქცევა მოაწყო და 24-ე წუთზე 11-6 იგებდა, შესვენებაზე კი - 14-10.

მეორე ნახევარში საფრანგეთი ბრძოლაში დატოვა მოედანზე გამოსულმა მეორე მეკარემ კლეოპატრა დარლომ და 5-1 დაცვამ წინ წაწეული ესტელ ნზემინკოთი. ნორვეგიამ პირველ 15 წუთში სულ 3 გოლი გაიტანა, უამრავი ბურთი დაკარგა და საბოლოოდ, თუ სიტუაციიდან გამოძვრა, მეკარე სილიე სულბერგის 16 მოგერიების დამსახურება იყო.

51-ე წუთზე ნიაკატემ გაათანაბრა, 54-ეზე კი ზაადიმ პირველად დააწინაურა საფრანგეთი, 19-18, ამ მომენტისთვის კი მეკარე დარლოს ათიდან 7 დარტყმა ჰქონდა მოგერიებული! რჩებოდა 6 წუთი და კვანძი ასე გაიხსნა.

მორკმა და რაისტადმა ისევ დააწინაურეს ნორვეგია (20-19), ხოლო გრეის ზაადი არასწორი შეცვლის გამო დაისაჯა, გუნდი უმცირესობაში დატოვა და მესამე ორწუთიანის გამო წითელი ბარათიც მიიღო. ამ მომენტისთვის რჩებოდა ოთხნახევარი წუთი. ნზემინკომ გაათანაბრა, 20-20 და ეს იყო ფრანგებისს ბოლო გოლი. მორკმა და შარლოტა სულბერგმა გაიტანეს - 22-20 და ნორვეგიამ ორ წლის წინ დაკარგული ტიტული დაიბრუნა.

მესამე ადგილისთვის. ხორვატია - დანია 25-19

ხორ: პიევიჩი (15), ბეშენი - ს. პოშავეცი 5, იეჟიჩი 5, დებელიჩი 4, მიჩიევიჩი 3, პ. პოშავეცი 2, კრშნიკი 2, მამიჩი 2, მილოსავლიევიჩი 1, შიმარა 1, ბლაჟევიჩი, ლ. კალაუსი, დ. კალაუსი, იაპუნძა, ვიდაკი - მწვ. შოშტარიჩი

დან: ტოფტი (3), რაინჰარდტი (8); ტრანბორგი 4, ჰანსენი 4, ნოლსო 3, ბიდსტრუპი 2, ჰოილუნდი 2, ჰაინდალი 1, იორგენსენი 1, ბურგორი 1, ივერსენი 1, ოსტერგორი, ჰაუგსტედი, დამგორი, ტოფტ-ჰანსენი, ოოტი - მწვ. იენსენი

ხორვატია-დანიის მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო (18-18), მაგრამ ამის შემდეგ ხორვატებმა ზედიზედ გაიტანეს 7 გოლი, 25-19 მოიგეს და ისტორიაში პირველად მოიგეს მედლები, რაც ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოოულოდნელობა იყო.

ქალთა მომდევნო სანაკრებო შეჯიბრება, ოლიმპიადი შესარჩევი ტურნირი, მარტში გაიმართება, იანვარში კი კაცების მსოფლიო ჩემპიონატია ეგვიპტეში.

ევრო 2020. კლასიფიკაცია. 1. ნორვეგია 2. საფრანგეთი 3. ხორვატია 4. დანია (პირველი 4 გუნდი გავიდა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე) - 5. რუსეთი 6. ჰოლანდია 7. გერმანია 8. მონტენეგრო 9. ესპანეთი, 10. უნგრეთი 11. შვედეთი 12. რუმინეთი - 13. სერბეთი 14. პოლონეთი 15. ჩეხეთი 16 სლოვენია

ოლ-სტარი. GK სანდრა ტოფტი, დან - LW კამილა ჰერემი, ნორ - LB ვლადლენა ბობროვნიკოვა, რუს - CB სტინე ოფტედალი, ნორ - RB ნორა მორკი, ნორ - RW იოვანკა რადიჩევიჩი, მნტ - LP ანა დებელიჩი, ხორ - მცველი ლინ ჰაუგსტედი, დან - MVP ესტელ ნზემინკო, საფ

სტატისტიკა. გოლები (7-მეტრიანი): მორკი, ნორ 52 (28); რადიჩევიჩი, მნტ 39 (19); აბინგჰი, ჰოლ 35 (15); გოლი თამაშიდან: მიჩიევიჩი, ხორ 35; ჰერემი, ნორ 33; ოფტედალი, ნორ 31; რაისტადი, ნორ 29; გოლი+პასი: მორკი 52+25; ოფტედალი 31+41; აბინგჰი 35+24; მიჩიევიჩი 35+24; ნიაგუ, რუმ 27+29; დაცვა, ბლოკშოტები: ფრაფიორდი, ნორ 14; მიჩიევიჩი 13; ჰაუგსტედი, დან 12; ბრატსეტი, ნორ 10; მეკარეები, მოგერიება/დარტყმა: პიევიჩი, ხორ 79/221-36%; ვესტერი, ჰოლ 76/257-30%; ტოფტი, დან 75/214-35% - სულბერგი, ნორ 36/88-41%

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირები, 19-21 მარტი, 2021

ესპანეთში (2 საგზური): ესპანეთი, შვედეთი, არგენტინ, სენეგალი

უნგრეთში (2 საგზური): რუსეთი, სერბეთი, ჩინეთი, უნგრეთი

მონტენეგროში (2 საგზური): ნორვეგია, მონტენეგრო, რუმინეთი, ყაზახეთი

უკვე გასულები არიან: იაპონია, საფრანგეთი, ბრაზილია, კორეა, ანგოლა, ჰოლანდია

ოლიმპიადა 2020: ტოკიო, 24 ივლისი - 8 აგვისტო 2021

მსოფლიო ჩემპიონატი 2021: დეკემბერი. ესპანეთი

ევროპის ჩემპიონატი 2022: დეკემბერი. მონტენეგრო, მაკედონია, სლოვენია

0.159021