ფეხბურთი

15:34 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი ტრავმირებული ფეხბურთელების გამო ღელავს

პსჟ-ს თავკაცი ლორან ბლანი საფრანგეთის ლიგა ერთში “მონაკოს” წინააღმდეგ ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ იმედგაცრუებული იყო. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ტრავმების გამო ფეხბურთელების გამოკლება გუნდს ძალიან დაეტყო.

ფრანგული გრანდის ლაზარეთში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ეზეკიელ ლავეცი და ტიაგო სილვა არიან.

“მონაკომ”, ისევე როგორც პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და გადატვირთული კვირა გვქონდა. მოგების შანსი გაგვაჩნდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს გოლის გაშვებით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და იმედია გაშვებული გოლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე ცუდ გავლენას არ მოახდენს. გამოჩნდა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება გუნდს აშკარად სჭირდება.” - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზელები ლიგა ერთში წაუგებლად ასპარეზობენ (3 მოგება, 6 ფრე), პირველ ადგილზე 22 ქულით მყოფ მარსელის "ოლიმპიკს" 7 ქულით ჩამორჩებიან.

0.130377