სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:12 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძემ უზბეკეთის თასი მოიგო

უზბეკეთის თასი შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში აგმკ 3:0 დაამარცხა. ტაშკენტელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და გამარჯვების მოპოვება ადვილად მოახერხეს.

ამგკ-ს რიგებში მათე ვაწაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მათე 62-ე, ხოლო ელგუჯა 77-ე წუთზე შეცვალეს.

არველაძემ „ფახთაქორს“ ზედიზედ მეორედ მოაგებინა, როგორც უზბეკეთის თასი, ისე ჩემპიონობა. გასულ სეზონში უზბეკეთის ლიგის თასიც მოაგებინა. ამრიგად, შოთას უზბეკურ კარიერაში უკვ 5 ტიტული აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114489