ფეხბურთი

16:01 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ჩემი ცხოვრება აქამდე ასეთი არასდროს ყოფილა"

გრაცის „შტურმის“ ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიულ მედიასთან „სანქტ პიოლტენთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან საგოლე პასი მიითვალა, კომენტარი გააკეთა. 24 წლის შემტევმა თქვა, რომ დიდ გუნდში გადასვლა უნდა, მაგრამ გრაცში თავს კარგად გრძნობს.

„ცხადია, ოცნებაა კარიერის ნამდვილად დიდ გუნდში გაგრძელება, მაგრამ აქ, გრაცში ჩემი ცხოვრება სიზმარს გავს. ბავშვობიდან საქართველოში, ამას არასდროს ველოდი. არასდროს მქონია აქამდე ასეთი ცხოვრება“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და გუნდის ვიცე-კაპიტანია. ქართველი ფეხბურთელი ოქტომბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ჩინებულ ფორმაში დაბრუნდა. მან ავსტრიის ბუნდესლიგის 8 მატჩში 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

გრაცის „შტურმი“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ზალცბურგთან“ სულ რაღაც ქულაში დაცილებული. ავსტრიაში ახლა ზამთრის შესვენება დაიწყო და სეზონს გრაცელები 17 იანვარს ქართველების (ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე) „ვოლფსბერგერთან“ მატჩით განაახლებენ.

0.132462