ლა ლიგის მატჩმა „ბილბაოსა“ და „უესკას“ შორის ყურადღება მიიპყრო, ოღონდ არა ლამაზი ფეხბურთით, არამედ კურიოზული მომენტით.
„უესკას“ მცველმა ხორხე პულიდომ მეორე ტაიმის საწყისი პერიოდი მობილური ტელეფონით ითამაშა. როგორც ჩანს, ის გასახდელიდან ტელეფონით დაბრუნდა მოედანზე და ეს მხოლოდ მატჩის განახლებიდან 6 წუთის შემდეგ გაახსენდა.
შედეგად, პულიდომ მთავარ მსაჯს მიმართა, რომელმაც თამაში შეაჩერა და ტელეფონი მეოთხე არბიტრს მიაწოდა. იშვიათად, ფეხბურთელმა, მითუფრო ლა ლიგაში, 6 წუთი მობილური ტელეფონის თანხლებით ითამაშოს.
სხვათა შორის, პულიდო მატჩის მიწურულს გააძევეს, რადგან საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რითაც „ბილბაომ“ ანგარიში გახსნა, ხოლო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მისმა თანაგუნდელებმა საფინალო სასტვენამდე მეორედ გაუშვეს და 0:2 დამარცხდნენ.