ინგლისური პრემიერლიგის მე-14 ტურის საწყის შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 0:7 გაანადგურა. იურგენ კლოპისთვის ეს 127-ე მოგება აღმოჩნდა პრემიერლიგაში მერსისაიდელთა დამრიგებლის რანგში, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია - გვამცნობს პორტალი opta.
გერმანელმა სპეციალისტმა რაფაელ ბენიტესს გადაუსწრო, რომელიც „წითლებს“ 2004-10 წლებში წვრთნიდა და პრემიერლიგის 228 მატჩში 126-ჯერ გაამარჯვებინა შეგირდებს.
კლოპს ამისათვის „მხოლოდ“ 196 მატჩი დასჭირდა.
ამ მოგების შემდეგ, „ლივერპულმა“ 31 ქულა მოაგროვა და კვლავაც ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.