ფეხბურთი

16:37 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეტო'ო: "რუსეთში ჩატარებული მუნდიალი ისტორიაში საუკეთესო იყო, ყატარში უკეთესი იქნება"

ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი სამეულ ეტო’ო მიიჩნევს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც რუსეთმა უმასპინძლა, ისტორიაში საუკეთესო იყო. 39 წლის ეტო’ოს აზრით, ყატარში გასამართი მუნდიალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

„რუსეთში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერჯერობით ისტორიაში საუკეთესოა. ამავდროულად, გვინდა, ყატარში კიდევ უფრო უკეთესი ჩემპიონატი იყო. ჩვენი ამოცანაა, წინას ვაჯობოთ. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყება ხვალ იქნება საჭირო,მზად ვართ სტუმრები მივიღო და მაქსიმალურად კარგი პირობები შევთავაზოთ“, - თქვა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ოს კარიერის განმავლობაში არაერთ სახელოვან გუნდში უთამაშია, მათ შორის, „რეალში“, „ბარსელონაში“, „მალიორკაში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ევერტონსა“ და „სამპდორიაში“, ხოლო კარიერა 2019 წელს საფეხბურთო კლუბ „ყატარში“ დაასრულა.

კამერუნის ნაკრებში ეტო’ომ 1997-2014 წლებში 118 მატჩში 56 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998, 2002, 2010 და 2014 წლებში ითამაშა.

0.118071