ფეხბურთი

14:35 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ფლიკმა კიდევ 2 ახალი ტურნირი უნდა მოიგოს, საუკეთესოდ რომ დაასახელონ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპის დასახელებაზე ირონიულად ისაუბრა.

პორტუგალიელის განცხადებით, ჰანს-დიტერ ფლიკს 7 ტიტული უნდა მოეგო, რომ საუკეთესო გამხდარიყო. ამ განცხადებით, რა თქმა უნდა, ჟოზე ფიქრობს, რომ კლოპის საუკეთესოდ დასახელა სწორი არჩევანი არ იყო - უბრალოდ მოსაზრება ჩველ სტილში გამოხატა.

„ვფიქრობ, რომ ფლიკისთვის გამარჯვების ერთადერთი შანსია ის არის, რომ მან მოიგოს ორი-სამი ახალიტურნირი. მან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი და გერმანიის სუპერთას მოიგო. ასე, რომ საუკეთესო პრიზის მოსაგებად საჭირო 7 ტიტულის მოგება იყო, ვიმეორებ, მან მხოლოდ 5 ტიტული მოიგო, მათ შორის ყველაზე დიდიც“, - თქვა მოურინიომ.

0.115842