ავტოსპორტი

3:34 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო პერესი „რედ ბულში“ გადავიდა

სერხიო პერესმა, ვინც გასული სეზონის ბოლოს, „რეისინგ პოინტმა“ გაუშვა, „რედ ბულში“ გადავიდა. მექსიკელი მომავალ სეზონში მაქს ფერსტაპენის თანაგუნდელი იქნება. ავსტრიულ გუნდში ის ტაილანდელ ალექს ალბონს ჩაანაცვლებს, ვინც გუნდის იმედები ვერ გაამრთლა.

პერესმა თავის კარიერაში პირველი გამარჯვება სახირის დიდ პრიზზე იზეიმა და გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მასზე წინ ადგილები მხოლოდ ჩემპიონი „მერსედესის“ პილოტებმა და ახალმა თანაგუნდელმა ფერსტაპენმა დაიკავეს.

30 წლის პერესის ადგილს „რეისინგ პოინტში“, რომელიც მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინის“ სახელით იასპარეზებს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დაიკავებს. რაც შეეხება ალბონს, ის „რედ ბულში“ სარეზერვო პილოტად დარჩება.

„ძალიან მადლიერი ვარ რედ ბულის, რომელმაც მომავალ სეზონში, მისი მანქანით ასპარეზობის საშუალება მომცა. ჩემპიონობის პრეტენდენტ გუნდში გამოსვლა ის მიზანი იყო, რომელიც ფორმულა 1-ში დებიუტის დღიდან მქონდა. ამ გუნდში იმისთვის მოვდივარ, რომ მას მორიგი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო“, - ამბობს პერესი.

რაც შეეხება „რედ ბულ რეისინგს“, გუნდმა დაარღვი ტრადიცია, რომლის შესაბამისად, მასში მხოლოდ „რედ ბულის“ ახალგაზრდა მრბოლთა პროგრამის კურსდამთავრებულებს იწვევენ.

0.131178