ფეხბურთი

21:16 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე "ფენერბახჩეში"? საბა სტამბოლურ გუნდს ურჩიეს

თურქული ფეხბურთის გრანდ „ფენერბახჩეს“ საბა ლობჟანიძის შეძენას ურჩევენ. გაზეთ Sabah-ის ჟურნალისტი ომერ ურუნდული სტამბოლურ გუნდში არსებულ პრობლემებზე წერს და ის ფეხბურთელებიც დაასახელა, რომლებიც „ფენერმა“ იანვარში უნდა შეიძინოს.

ერთ-ერთი მათგანი საბა ლობჟანიძეა, რომელიც თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ანკარაგიუჯუში" იანვრიდან მოყოლებული თამაშობს.

„ფენერბახჩეს“ სასწრაფოდ სჭირდება შემტევი ფლანგზე. მე მაქვს ერთი წინადადება სახელით, რომელიც დადებით წვლილს შეიტანს გუნდის თამაშში და არა დაემსგავსება იმ მოთამაშეებს, რომლებიც ახლა გუნდს ვერ ეხმარებიან. აგრეთვე ბიუჯეტითაც ხელმისაწვდომია: „ანკარაგიუჯუდან“ საბა ლობჟანიძე“, - წერს Sabah-ის ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „ანკარაგიუჯუს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, გასულ სეზონშ მან 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და სწორედ „ფენერბახჩეს“ კარში, ხოლო მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა („ქონიასპორთან“).

0.147741